|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მირზა სუბელიანის ცემის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური არ ადასტურებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდებულ  მირზა სუბელიანზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.

ბრალდებული 24-საათიანი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ ინყოფება. სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუკი დაცვის მხარეს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების სურვილი აქვს, ბრალდებული მირზა სუბელიანი დაუყოვნებლივ მოინახულოს მისმა ადვოკატმა.

 შეგახსენებთ, “რუსთავი 2” -მა დღეს მორიგი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ,  პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი  და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ.  ფარული მასალით ირკვევა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული ყოფილი პროკურორი, ხელისუფლებაზე გაბრაზებულია და შურისძიებაზე საუბრობს. სავარაუდოდ,  მირზა სუბელიანი ფარულ აუდიო ჩანაწერში აცხადებს, რომ სოზარ სუბარის ხათრით თავს იკავებს და ხელისუფლებას არ ამხობს.

ავტორი: ნიუპრესი