|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მისი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ დამორჩილებაზე უარი თქვა - სალომე ზურაბიშვილი ნიკა ნარსიაზე

მისი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ დამორჩილებაზე უარი თქვა - წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი  ნიკა ნარსიას შესახებ, რომელიც დღეს გამთენიისას დააკავეს. 

„აქტივისტი ნიკა ნარსია პირდაპირ აეროპორტში დააკავეს - გზის გადაკეტვის გამო „ჯარიმებისთვის“. მისი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ დამორჩილებაზე უარი თქვა. ავტორიტარული რეჟიმები თავისუფალი მოქალაქეების შიშით საკუთარ თავს ყოველთვის ამხელენ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ნიკა ნარსია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ნიკა ნარსია არ დასწრებია.

ის საზღვარგარეთ იყო წასული. პატიმრობის გამოცხადების შემდეგ მან ქვეყანაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ნარსია აცხადებს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ესწრება 15-დღიანი პატიმრობის ვადის გასვლა, რათა 4 ოქტომბერს თავისუფალი იყოს და რუსთაველზე დაანონსებულ აქციას შეუერთდეს. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა