|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიტოვებული სამუშაოები ქუთაისში - ანტიკორუფციული მოძრაობა ფეხბურთის ფედერაციას მიმართავს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, იმერეთის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან ერთად დაანონსა ქუთაისში ერთი წლის  საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. პროექტი შემოდგომაზე უნდა დამთავრებულიყო, თუმცა სამუშაოები შეჩერებულია  - ამის შესახებ ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ბიუროს ხელმძრვანელმა თემურ ცამციშვილმა განაცხადა. 
 
მისი თქმით, კითხვები ფეხბურთის ფედერაციასთან აქვს, რადგან მიიჩნევს, რომ საკითხი ადგილობრივი ხელისუფლებას არ აინტერესებს. 
"პროექტი ორი ხელოვნურ და ორ ბუნებრივ საფარიანი მოედნის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტი ფედერაციის გარდა ფიფას პროგრამა forward-ის და უეფას hattrick ის დაფინასებით ხორციელდება. ამჟამად სამუშაოები რეალურად გაჩერებულია.
 
მარტო ფედერაციას ადგილზე 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, გარდა ამისა პროექტი ფიფას და უეფას პროექტებიც ფინანსდება.  ჩვენ ვეკითხებით ფედერაციას, მერიას და გუბერნიას რომ ვკითხოთ, რა აზრი აქვს, რომ არ აინტერესებდეთ, მოიკითხავდენ,  - რატომ ვერ მოხდა პროექტის ვადებში დასრულება, რა სახის პრობლემები შეექმნათ, რატომ არ მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და აკმაყოფილებს თუ არა ჩატარებული სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტებს", -განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
 
პარლამენტის ყოფილი შენობისა მიმდებარედ მიტოვებული სამუშაოები სავალალოდ გამოიყურება.
  
 

ავტორი: ნიუპრესი