"პროექტის ორიგინალური გადაწყვეტისათვის მხარდაჭერა მივიღეთ"- გია ხუჯაძე
"ევროპა ჩვენი სახლიას" განცხადებას თეთრი ხიდის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით არქიტექტორი გია ხუჯაძე პასუხობს.
"თეთრი ხიდი" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და პროექტი შეთანხმებულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. დამერწმუნეთ, სააგენტოში პროექტების განხილვაზე მომუშავე საბჭოს წევრები მაღალი დონის კვალიფიკაციის პრაქტიკოსი და გამოცდილი სპეციალისტები არიან და რეაბილიტაციას ხიდისათვის რაიმე ზიანი რომ მოქონდეს, აუცილებლად დაბლოკავდნენ. პირიქით, პროექტის ორიგინალური გადაწყვეტისათვის სასიამოვნო მხარდაჭერა მივიღეთ, რადგან მსგავსი მიდგომა (ხიდის საფარი მაქვს მხედველობაში) არსად ფიქსირდება.
რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულიანტებს, "ევროპა ჩვენი სახლიას" განვუმარტავ, რომ ავთენტურობა არ ნიშნავს, ჩვენს შემთხვევაში, ასფალტის, ან უფრო ადრინდელი საფარის დაგებას. ავთენტურობა მაგ ბატონების გადასახედიდან მაშინ არ დაირღვა, ახლა რა საფარიც გვაქვს, როცა ის დაიგო? იმიტირებული თეთრი ქვები, მინისა და ლითონის საფარი იმიტომ გაჩნდა, რომ ის უზარმაზარი სიბრტყე უფრო სანახაობითი და შინაარსობრივი გახდეს. იმ ლითონის საფერზე გაკეთდება ქართული ორნამენტის კომპოზიცია ლაზერული გამჭოლი ჭრით და გრავირებით დაიწერება ქუთაისთან დაკავშირებული პოეტების, საზოგადო მოღვაწეების, ან სულაც "ბაღის კიდეზე" გაგონილი, ქუთაისური, ფრთიანი გამონათქვამები. შეიძლება თვით იმ მხატვარ ჩოგოვაძის რაიმე ფრთიანი გამონათქვამიც, რა თქმა უნდა, თუ აქვს. მიკვირს, სიახლე რატომ აშინებთ? მით უმეტეს, რომ ფაქტიურად ხიდის კონსტრუქციული განახლება ხდება, რაც მისი აგებიდან დღემდე არ მომხდარა და ძირითადი თანხაც მასზე იხარჯება", -აცხადებს გია ხუჯაძე.
არქიტექტორის განმარტებით, ხიდზე ხის საფარის ნაცვლად ლითონი გაკეთდება. ამასთანავე, მოხდება ხიდის ლითონის კონსტრუქციის აღდგენა.
შეგახსენებთ, თეთრი ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ყოველგვარი განხილვისა და კონკურსის გარეშე მომზადდა და მასზე ტენდერი გამოცხადდა. საზოგადოების წარმომადგენლებმა პროცესების გაუმჭვირვალობა გააპროტესტეს, ასევე მიღებული პროექტიც დაიწუნეს.
"ეს არის ხიდის გაუპატიურება"- რატომ უწუნებენ ქუთაისის მერიას "თეთრი ხიდის" პროექტს?
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა