მივმართავ ყველას, იუნესკოს გავუგზავნი წერილს, გელათს ვკარგავთ - ანა ნაცვლიშვილი
პარტია "ლელოს" ლიდერი ანა ნაცვლიშვილი გელათის ტაძარში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, ერთ წელიწადში სიტუაცია მნიშვნელოვნად დამძიმდა. როგორც დეპუტატი აცხადებს, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს ეკისრება.
ნაცვლიშვილოს შეფასებით, წულუკიანი ინფორმაციას მალავს და რეალურ მდგომარეობას არ ასაჯაროვებს. მისივე თქმით, ტაძარის ირგვლივ მოვლენებზე დუმილი დანაშაულია, ამიტომ ოპოზოციონერი პოლიტიკოსი, ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, "იუნსკოს" წერილობით მიმართავენ.
"მიჭირს საუბარი, ბოლო ამოსვლის შემდეგ იმდენად მძიმე სურათი დამხვდა გელათში. კრიტიკულად არის დამძიმებული მდგომარეობა, ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა მინისტრის, თეა წულიკიანის და შედეგი იმ გასამხედროებული წესის, რომელიც მან გელათთან დაკავშირებით შემოიღო. მალავს ინფორმაციას, არ ასაჯაროვებს კომპეტენტური ექსპერტების დასკვნას, რომელმაც აჩვენა, რომ სამუშაოები არასწორადაა ჩატარებული. ფრესკები არის ჩამოშლილი, კვლავ ჟონავს წყალი. ამ დამალული ინფორმაციის გამო, ვკარგავთ ისტორიულ ძეგლს. ეს იქნება წულიკიანის, ამავე დროს ყველა დეპუტატის პასუხისმგებლობა, ვინც დუმს. ერთი წლის წინ კულტურის კომიტეტმა აქ გამართა გასვლითი სხდომა, მე არაერთხელ მოვიკითხე, მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს თუ ასრულებდნენ, მაგრამ არაფერი კეთდება. ეს აღარ გავს უმნიშვნელოვანეს კერას, ეს გავს ქარხანანს, რომელიცაა ხარაჩოებოთ და რკინებით სავსე. მივმართავ ყველას, პირველ რიგში, იუნესკოს გავუგზავნი წერილს, გელათი არის ძეგლი და დავკარგავთ", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი