„მიწისძვრამ თუ არ შეგვიშალა ხელი, ვერაფერი დაგვძრავს ქუთაისიდან"- კობა ნარჩემაშვილი
„მიწისძვრამ თუ არ შეგვიშალა ხელი, სხვა ვერაფერი დაგვძრავს ქუთაისიდან" - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა "ნიუპრესის" კითხვის პასუხად.
გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი ძალა პარლამენტის თბილისში სრულად გადატანას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გეგმავს, საკითხთან დაკავშირებით კითხვით ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს კობა ნარჩემაშვლს მივმართეთ.
როგორც ნარჩემაშვილმა განაცხადა, ამ თემაზე ოფიციალური საუბარი არ ყოფილა.
„მიწისძვრამ თუ არ შეგვიშალა ხელი, დანარჩენი ვერაფერი დაგვძრავს ქუთაისიდან. ჩემი პოზიცია უცვლელია ამასთან დაკავშირებით. მე ბუნებრივია, სამაჟორიტარო ოლქის გამო სამუშაო დიდწილად აქეთ მაქვს და ამაში დისკომფორტს ვერ ვხედავ. რასაკვირველია, თვითონ შენობა ნამდვილად არ არის კომფორტული, მაგრამ მიუხედავად ამისა, პარლამენტის გადატანაზე ჯერჯერობით რაიმე კონსულტაციები არ ყოფილა“, –განაცხადა კობა ნარჩენაშვილმა.
პარლამენტის შესაძლო გადატანის საკითხზე ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა