მიწისძვრის შედეგად დაღუპული მე-5 ქართველი იპოვეს
მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს კიდევ კიდევ ერთი მოქალაქე იპოვეს. გარდაცვლილის ცხედარი სტიქიის მე-7 დღეს ნანგრევებში იპოვეს.
თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, კიდევ ერთი ქართველის სამძებრო სამუშაოები გრძელდება
"საელჩოს დაუდასტურეს ქალაქ გაზიანტებში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ. გარდაცვალების შესახებ“, - განაცხადა ელჩმა.
ამ დროის მონაცემებით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს 5 გარდაცვლილი მოქალაქეა ნაპოვნი
6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე ქალაქში 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. ამ დროისათვის 25 ათასამდე დაღუპულია ნაპოვნი..
ავტორი: ნიუპრესი