მიხეილ ლომთაძეა - Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში
Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში საქართველოდან მხოლოდ ორი ადამიანი შედის. ერთი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილია $4.8 მილიარდით, მეორე კი მიხეილ ლომთაძეა, რომელმაც მთელი ქონება საკუთარი შრომით გამოიმუშავა.
45 წლის ქართველი ანტრეპრენიორი და CEO Forbes-ის მილიარდერების სიაში 804-ე პოზიციას იკავებს $3.8 მილიარდით (2021 წლის 21 აპრილის მონაცემებით). ლომთაძე ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi-ის აღმასრულებელი დირექტორია, ამასთან ფლობს წილსაც.
Kaspi ყაზახეთში გადახდებისა და ფინტექ-ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეა, ყოველთვიურად თითქმის 7 მილიონი მომხმარებლით. კომპანიის აქციები 2020 წლის ოქტომბრიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) ივაჭრება. კომპანია ბირჟაზე დალისტვის დროისთვის $6.5 მილიარდად შეფასდა.
მიხეილ ლომთაძეს მაგისტრის ხარისხი ჰარვარდის ბიზნესსკოლაში აქვს მიღებული, საქართველოს მოქალაქეა და ალმატიში, ყაზახეთში ცხოვრობს. PwC-მა ლომთაძე ყაზახეთის წლის საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად წელს მესამედ დაასახელა.
წყარო: forbes
ავტორი: ნიუპრესი