მიხეილ სააკაშვილი დახმარების გარეშე ვეღარ გადაადგილდება, ძალიან ცუდად არის - ნიკა გვარამია
მიხეილ სააკაშვილი დახმარების გარეშე ვეღარ გადაადგილდება, ძალიან ცუდად არის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, მის სასამართლო პროცესებს ვეღარ დაესწრება.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია, ვეჭვობ, რომ პროცესზე ვერ მოვა. არა თუ პროცესზე, არ ვიცი, შეხვედრების ოთახშიც როგორ გამოვა, პრაქტიკულად გამოვა.
მიხეილ სააკაშვილი რეალურად ვეღარ გადაადგილდება დახმარების გარეშე. დათვალიერება როგორც შევძელი, დასიებული აქვს სახსრები და როგორც შევხედე ამოვარდნილი აქვს კოჭი. ექიმები იტყვიან, გადაღებულია უკვე როგორც ვიცი რენდგენი. მისი წონა არის ისტორიულ მინიმუმზე, უფრო ნაკლებია ვიდრე შიმშილობის დროს, ასევე ისტორიულ მინიმუმზეა ჰემოგლობინი და ცილის შემცველობა. მიხეილ საააკაშვილი ძალიან ცუდად არის, მარტივად რომ გითხრათ“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ის ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს არის სადისტი დამნაშავეების, მკვლელების განცხადება, ასეთად მივიჩნევ უკვე სასჯელაღსრულების დეპარტამენტს“-განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, სააკაშვილს არაფერი აქვს სალომე ზურაბიშვილის შესაწყალებელი.
„სალომე ზურაბიშვილმა თავის ირანულ მამლებზე იდარდოს, მაგ ირანული მამლების გამო რომ დაიჭერს „ქართული ოცნება“ ერთი გადაბრუნებული სიტყვა თუ თქვა“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ავტორი: ნიუპრესი