მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან
თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დედაქალაქში უკვე გაემგზავრნენ. მათი თქმით, აქციას ქუთაისიდან 300, იმერეთიდან კი ათასამდე ადამიანი შეუერთდება.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, სირცხვილია, მესამე პრეზიდენტი დაბადების დღეს ციხეში ხვდებოდეს, ამიტომ, მთავარი მოთხოვნა მისი გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებია.
აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე სათამოს 6 საათზე დაიწყება.
საართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს 54 წლის გახცდა. ის 80 დღეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა