|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილის შესახებ სამედიცინო დასკვნა რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება

 ცენტრი "ემპათია" მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ სამედიცინო დასკვნას რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს.

 მასში ასახული იქნება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე და უკვე გაწეული მკურნალობის შედეგები.

ადვოკატების თქმით,  სამედიცინო დასკვნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნება სასამართლო განხილვებისა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ მესამე ქვეყანაში გადასაყვანად.

"ეს იქნება მორიგი შემაჯამებელი სახის ვიზიტი ამ ექსპერტიზის ფარგლებში, რის შემდეგაც, უკვე ყოველწუთიერად ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. ის ნათელს მოჰფენს ყველა იმ დარღვევას, რომელიც მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობის პერიოდში განხორციელდა და მეორე მხრივ, ცხადია, ის გავლენას მოახდენს დაცვის მხარის სტრატეგიაზე. მათ შორის, ჩვენი პირველი საზრუნავი ამჟამად არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა პირველ რიგში და ამ კუთხით, შემდეგი ქმედებების დაგეგმვის თვალსაზრისით ბუნებრივია, დავეყრდნობით ექსპერტების დასკვნას", - განაცხადა  შოთა თუთბერიძემ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა