|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიუსაფარ ძაღლებსა და კატებს შიმშილი და სიცოცხლის მოსპობა ემუქრებათ

ახალი კორონავირუსის Covid-19-ის გავრცელებით გამოწვეულმა საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებამ, კონკრეტულად, მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვამ, კიდევ უფრო დაამძიმა მიუსაფარი ცხოველების გამოკვების პრობლემა.

მთელი საქართველოს მასშტაბით მიუსაფარ ძაღლებსა და კატებს შიმშილი და სიცოცხლის მოსპობა ემუქრებათ. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა დაუსახლებელ პუნქტებსა და ქალაქების შემაერთებელ ავტომაგისტრალებზე.

 

ორი საინიციატივო ჯგუფი - “მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის”, რომელიც თბილისში აგროვებს საკვებს და მთელი საქართველოს მასშტაბით ანაწილებს, და “ერთგული მეგობრებისთვის” რომელიც ქუთაისში აერთიანებს მოხალისეებს და დასავლეთ საქართველოს ფარავს, თხოვნით მიმართავს შესაბამის ორგანოებს, რათა გამოიყოს სპეციალური საშვები მოხალისეებისთვის, რომლებიც ყოველ დღე შეძლებენ მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებას და მიუსაფარი ცხოველების გამოკვებას. 

 

ასევე, საინიციატივო ჯგუფები დახმარებას ითხოვენ შესაბამისი ორგანოებისგან, რათა შემოწირულობითა და ქველმოქმედებით, გადაეცეთ სპეციალური საკვები მიუსაფარი ცხოველებისთვის. 

 

საკონტაქტო პირები:

 

მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის (თბილისი) : 

საკონტაქტო პირი: 

მარიამ ცერცვაძე : 599 441 294

დავით დიდებაშვილი: 568262705 

 

 

ერთგული მეგობრებისთვის (ქუთაისი):

საკონტაქტო პირი:

595037802 -  გიო ყურაშვილი

555472780 - რამზეს კილასონია

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა