|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 40 წლამდე პირი მეგობარმა ქლიბით მოკლა

სასტიკი მკვლელობა ქუთაისში. 40 წლამდე ირაკლი გოჩელაშვილი ცივი იარაღით 25 წლის ახალგაზრდამ დაჭრა. მრავლობითი ჭრილობებით ირაკლი გოჩელაშვილი რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც მეზობლები ამბობენ, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ფულია. მსხვერპლი და მკვლელი მეგობრობდნენ. გარდაცვლილმა მას საკვები მიუტანა, რის შემდეგაც ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ.

მეზობლების ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი მეგობარმა ზურგიდან მიპარვით, სავარაუდოდ, ქლიბით დაჭრა.

დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი კი მოგვიანებით ახლობლებმა იპოვეს.

გარდაცვლილის მეგობრებმა ბრალდებულის სახლი დაარბიეს.

სამართალდამცველებმა 25 წლის ირაკლი სოფრომაძე დააკავეს. მას ბრალი გარნზრახ მკვლელობაში ედება, რაც 7 - 15 წლამდე თავისუფლების აღკვეღას ითვალისწინებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი