მკვლელობა სამტრედიაში - მამაკაცმა ცოლი დანით მოკლა
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, 50-წლამდე მამაკაცმა მეუღეს დანა ესროლა, რომელიც არტერიაში მოხვდა, რის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტი გახდა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლთან ახლოს, მიტოვებულ სახლში დააკავეს.
მათივე ცნობით, მამაკაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1973 წელს დაბადებულ ე.კ.-ს და მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული თავისუფლების 13-დან 17 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი