|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას - აშშ-ს საელჩო

გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, -ასე ეხმიანება საქართველოში აშშ-ის საელჩო მმართველი პარტიის მიერ წლის ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებებს. 
როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ყოველგვარი არგუმენტაციისა და განხილვის გარეშე მმართველმა გუნდმა დასჯისა და  ანგარიშსწორების გზავნილი  გააკეთა.  
 
"გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა.
საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის ნაკლებობა.
განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი