მნიშვნელოვანია, გელათის მსგავს ძეგლებზე იუნესკოს რეაგირება სწრაფი იყოს - თორნიკე ბარათაშვილი
მნიშვნელოვანია, გელათის მსგავს ძეგლებზე იუნესკოს რეაგირება სწრაფი იყოს - აცხადებს არასამთავრობო ორგანოზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარე "იუნესკოს" დადგენილებასთან დაკავშირებით.
თორნიკე ბარათაშვილის ინფორმაციით, "იუნესკოს" დადგენილება ადასტურებს, რომ გელათის უნივერსალური ღირებულებები საფრთხეშია და სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება.
დადგენილებაში საუბარია, დროებით გადახურვაზეც, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს.
ბარათშვილის ინფორმაციით, ასევე ცნობილია ექსპერტების დასკვნაც, თუმცა ხელისუფლება არ ასაჯაროვებს, რადგან ამავე დასკვნითაც მდგომარეობა მძიმეა და საუბარია, გელათში არსებულ სავალალო შედეგზე. ბარათაშვილის თქმით, რეკომენდაციების შესრულება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
ავტორი: ნიუპრესი