|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მომაკვდინებელი წამლების სია, რომლებიც აფთიაქში თავისუფლად იყიდება

საქართველოს აფთიაქებში მომაკვდინებელი წამლები თავისუფლად იყიდება. ამის შესახებ პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნანა სანაიამ „კვირის ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ის ფსიქოტროპული მედიკამენტებია, რომელთა გამოყენებითაც, ნარკოტიკული საშუალებების კუსტარულად დამზადებაა შესაძლებელი.

„ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებმა კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველი საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლი და მათ რეალიზაციასთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობა გაამკაცრეს. სამწუხაროდ, საქართველოში რატომღაც არ გადაიხედა იმ მედიკამენტების სია, რომელთა რეალიზაცია უცხოეთში სასტიკად არის აკრძალული და სახელმწიფო დონეზეა შეჩერებული, გაყიდვა კი, კანონით დასჯადია“, - აცხადებს ნანა სანაია.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ, ევროპის სამედიცინო სააგენტომ ოფიციალურად აკრძალა დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი „ავანდია“. ასევე, აკრძალეს მისი ანალოგები - „ავანდამეტი“ და „ავაგლიმი“.

„პრეპარატი „ავანდია“ 2009 წლიდან, საქართველოში დიაბეტის მკურნალობაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრეპარატად იყო აღიარებული. „ავანდია“ გულის შეტევებს იწვევდა, რადგან მასში აქტიური ნივთიერება როსიგლიტაზონი შედიოდა, რომელიც უარყოფითი გვერდითი მოვლენებით ხასიათდებოდა. რააც შეეხება ასაკრძალ მედიკამენტებს, დასავლეთის პრესაში დღემდე აქტიურად განიხილება პრეპარატ ლევომიცეტინის საკითხი, სადაც მას ქლორამფენიკოლი ეწოდება და ის „შავ სიაშია“ შეტანილი. ამ პრეპარატს მოჰყვება ასობით და ათასობით ადამიანის სიკვდილი, დაკავშირებული სისხლის პათოლოგიებთან. იწვევს ასევე, ფსიქიკურ აშლილობას. შემდეგი პრეპარატი, რომელიც ჩვენს სააფთიაქო ქსელში იყიდება „კორტიზონია“. დასავლეთის პრესა ბევრს წერდა მასში შემავალ სტეროიდულ, ანუ ხელოვნურ ჰორმონებზე“, - აცხადებს სანაია.

როგორც მანანა სანაია აცხადებს, სასიკვდილო პრეპარატების ჩამონათვალში რომელიც აფთიაქებში თავისუფლად იყიდება ასევე, „სიბაზონი“, „ხლოზეპიდი“, „მეზაპამი“, „ნიტრაზეპამი, „პროპაზინი“, „ამინაზინი“ და „ამფეტამინიც“ შედის.

 

newposts.ge

ავტორი: ნიუპრესი