|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფლებში მოქალაქეებს დილით და საღამოს ავტომობილით გადაადგილება შეეძლებათ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ 12-ვე მუნიციპალიტეტის მერებთან დისტანციური თათბირი გამართა.  რწმუნებულმა მერებს მისცა რეკომდენაცია მოსახლეობას ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ეხება, დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.

გარდა ამისა, ზვიად შალამბერიძე დაინტერესდა, როგორი მდგომარეობაა მუნიციპალიტეტებში პროდუქტების მარაგის და მომარაგების კუთხით.

"როგორც იცით, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა კიდევ რამდენიმე დღით გაგრძელდა, რის გამოც ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც მიწის ნაკვეთები აქვთ ქალაქის მიმდებარე სოფლებში, შეექმნათ პრობლემები გადაადგილებასთან დაკავშირებით. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღის განმავლობაში - დღის და საღამოს საათებში, მათ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეთ, რათა მათ საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად განახორციელონ", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 

საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით, შეეძლებათ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00-დან 19:0-მდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა