მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ბრალდების მხარის გამოკითხვა დასრულდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა.
მომდევნო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება და ბრალდების მხარე შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტო მასალას გამოაქვეყნებს. ამავე სხდომაზე იგეგმება ბრალდებული მერაბ კვირიკაშვილის დაკითხვა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე უნდა გამოკითხულიყო, თუმცა მხარეთა შეთანხმებით, მათი დაკითხვა საჭირო არ გახდა.
პროცესს ადვოკატთან ერთად ესწრებოდა მერაბ კვირიკაშვილი.
მომდევნო პროცესი 25 აპრილს გაიმართება. შეგახსენებთ, საქმე ეხება 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი