|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მორიგი ფიასკო" - ანტიკორუფციული ბიურო ხახანაშვილის ქუჩის მიტოვებულ სამუშაოებზე

ქუთაისში ხახანაშვილის ქუჩაზე შუა გზაზე მიტოვებულ რეაბილიტაციის პროცესს ადგილობრივებთან ერთად ანტიკორუფციული ბიურო აპროტესტებს. 

იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის განცხადებით, სახეზეა კორუფციისა და თანხების არამიზნობრივი ხარჯვის პირდაპირი შედეგი. 

"ეს არის ფიასკოთი დასრულებული მორიგი პროექტი ქუთაისში. ხახანაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 2022 წელს უნდა დამთავრებულიყო. ადგილობრივებს კი დღემდე გადათხრილ ქუჩაზე უწევთ ცხოვრება. 250 000 ლარი გამოყვეს გზის რეაბილიტაციისთვის. ნაწილი უკვე დახარჯულია, მერიას კი ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწია, რაც ნიშნავს, რომ ქუჩის რეაბილიტაცია კიდევ ერთი წელი ვერ დასრულდება", - განაცხადა ცამციშვილმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა