მოსალოდნელი ამინდი დასავლეთ საქართველოში
31 მაისს ქუთაისში +27 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
უნალექო დღეა ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ჭიათურაშიც წვიმს. დღე +28 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ავტორი: ნიუპრესი