|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსალოდნელია თუ არა სააღდგომოდ ქვეყანაში დამატებითი შეზღდუდვების დაწესება?

ამ ეტაპზე ქვეყანაში ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიამ  განაცხადა. 

მისივე თქმით, ეპიდემიური სურათი ნამდვილად საყურადღებოა, თუმცა  ყველაფერი გაკეთდება, რომ აღდგომის დღესასწაულის დროს ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები არ  დაწესდეს. 

„ამ ეტაპზე ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება, უფრო მეტიც - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის ძალიან რთულად გადაიტანს, ამდენად ძალიან სწრაფად წერტილოვანი რეაგირება მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გაბუნიამ.

 

 

ავტორი: ნიუპრესი