|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა აუცილებელია"-ჯანი ბუკიკიო

„მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით, აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის“,- ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში, რომელიც ვენეციის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

“ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა სტატუსი არ დარჩეს განუსაზღვრელი ზედმეტად დიდი დროის განმავლობაში. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით, აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის“,- ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.   

 ვენეციის კომისიას მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხთან პოზიციის დაფიქსირების თხოვნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა