|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსამართლის სახლის წინ გამართული აქციის 9-ვე მონაწილეს 5000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ცხრა პირის პროცესი დასრულდა. ნინო ქათამაძეს, ლადო აფხაზავას და კიდევ 7 პირს, მათ შორის ჟურნალისტებს 5000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

საქმეზე წარმოება ადმინისტრაციული სამარათალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობდა. 

კერძოდ 5000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს: მუსიკოს ნინო ქათამაძეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელს ვლადიმერ აფხაზავას, ჟურნალისტებს – ხვიჩა ვაშაყმაძეს, ეკა კუხალაშვილს და გელა მთივლიშვილს, ასევე, ფსიქოლოგებს – ქეთევან ფილაურს და მაია ცირამუას, სამოქალაქო აქტივისტ ირინა ზარანდიას და ლანჩხუთის საკრებულოს წევრს.  

სასამართლოში სოლიდარობის ნიშნად შეკრებილი იყვნენ, კოლეგები და ახლობლები. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ დავა 26 იანვარს, ქუთაისში მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული აქციის გამო დაიწყო. შეკრებულები "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ჟურნალის მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებდნენ.

ავტორი: ნიუპრესი