„ბალახს მაინც არ ჰყავს მომთიბავი“ - მოსეირნე პირუტყვი ქუთაისის ქუჩებში
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მოსეირნე პირუტყვის შესახებ სოციალურ ქსელში პროფესორი ნუგეშა გაგნიძე წერს და შესაბამის ფოტოებს ავრცელებს.
როგორც ის აღნიშნავს, დადებითი მხარეს აქვს ამ ამბავს, რადგან „გაზრდილ ბალახს მაინც არ ჰყავს მომთიბავი და საქონელი მაინც დანაყრდება“
„სულ სხვანაირი იდილია ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე.
ეს გაბზიალებული ძროხები ბალახს ძოვენ "სკვერებში". ყველაფერს აქვს დადებითი მხარე. ამ წელამდე გაზრდილ ბალახს მაინც არ ჰყავს მომთიბავი და საქონელი მაინც დანაყრდება. სამწუხაროდ, ირგვლივ მიმოფანტული პლასტმასის ბოთლებს და თუნუქის ქილებს ვერ შეაგროვებენ, მარა მიწას გაანაყოფიერებენ ნაკელით.
ხუმრობა იქით იყოს და ასფალტზეც ტოვებენ ცხელ კვალს. ძლივს ავაცილე ფეხი პირდაპირ სადარბაზოს წინ ცხელ ფუნას. პიწკად კი გაუვლიათ ძროხებს მანქანებს შორის, მაგრამ რა ჰქნან, პამპერსით ხომ არ ივლიან? გაეპარათ...

P.S. ოდესმე იქნება საძოვრები შემოღობილი?! ოდესმე არ დავყრით ნაგავს სახლის წინ და ქუჩაში?!", - წერს ნუგეშა გაგნიძე ფეისბუკის გვერდზე.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა