|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოხარული ვიქნები თუ ჩამოვა, მას ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზე - წულუკიანი სააკაშვილზე

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მოხარული იქნება, თუ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდება, ვინაიდან მას საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებენ.

“ჩვენ მოვისმინეთ მიხელ სააკაშვილის ჩანაწერი, რომლითაც ის საქართველოს მოსახლეობას მიმართავს. მოხარული ვიქნებით, თუკი ის მოიკრებს ძალებს და საქართველოში ჩამოვა. მას ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზე, ვინაიდან ის არის ძებნილი და დამნაშავედ ცნეს არაერთ ინსტაციაში”-განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე ვიდეო გავრცელდა, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ის საქართველოში ბრუნდება.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა