მოძალადე მამისთვის წარდგენილ ბრალს არ ვეთანხმები - თერჯოლაში დაღულპული 11 წლის ბიჭის ბებია
ტერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 11 წლის გარდაცვლილი ბიჭის ბებია ბავშვის მამისთვის წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და ამბობს, რომ 4 წლით პატიმრობა არაფერია იმ დანაშაულისთვის, რაც მან ჩაიდინა.
როზა ბოგვერაძე სიძის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. მისი თქმით, ბავშვზე ძალადობის ფაქტზე, შესაძლოა, პოლიციაში ოფოციალურად შეტყობინება არ ყოფილა შესული, მაგრამ სამართალდამცველებმა კარგად იცოდნენ, როგორ ძალადობდა თავის დროზე მამაკაცი მეუღლეზე და ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ.
როზა ბოგვერაძის განცხადებით, გუშინ ჟურნალისტებთან ინტერვიუს შემდეგ ის დაკითხვაზე წაიყვანეს და მან პოლიციელებს ჩვენება მისცა.
სოფელ ძევრში 11 წლის ბავშვი გარდავცლილი იპოვეს. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაპატიმრებულია მოზარდის მამა, რომელიც, გამოძიების ვერსიით, შვილზე მუდმივად ძალადობდა. მას ბრალი გუშინ წაუყენეს და დღეს სასამართლო ჩაინიშნება. მას 2-დან 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი