საახალწლო ბაზრობაზე მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ნივთები იყიდება
თბილისში, დედაენის ბაღში მოწყობილ საახალწლო ბაზრობაზე მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული საახალწლო აქსესუარები იყიდება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულების ნივთების რეალიზაციას უზრუნველყოფს.
ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მიერ სპეციალურად საახალწლო ბაზრობისთვის დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, ჩანთები, სხვადასხვა სახის სუვენიერები, მათ შორის, საახალწლო აქსესუარები შეიძინოს.
ნივთების გაყიდვიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე დაერიცხებათ.
საახალწლო ბაზრობა დედაენის ბაღში 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით მოეწყობა.
ავტორი: ნიუპრესი