|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი კონსტანტინე ჯანაშია ქუთაისში წვრთნებს ჩაატარებს

ქუთაისში  სპორტის სამი სახეობის - ,,სტრონგმენის" , ,,სამჭიდის" და ,,ძალისმიერი ფიტნესი“-ს განვითარების მიზნით,  სპორტული დარბაზი გაიხსნა.  წვრთნებს ცნობილი სპორტსმენები, საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის წარმომადგენლები, კონსტანტინე ჯანაშია და ავთო ახვლედიანი ჩაატარებენ.  

დარბაზში ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების დაქვემდებარებაშია, ის #36 საჯარო სკოლაშია განთავსებული.

დარბაზის გახსნას, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, მოადგილე შოთა ხაბარელი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე და სპორტის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სპორტული დარბაზი ყოველ დღე, კვირის გარდა, 12 საათიდან 22 საათამდე იმუშავებს.

ავტორი: ნიუპრესი