|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მთავარ ოპოზიციურ პარტიის თავმჯდომარეს ასე რომ უპირისპირდებიან ქვეყანაში მაინც და მაინც დემოკრატიის მაჩვენებელი არ არის - ხაბეიშვილი

მთავარ ოპოზიციურ პარტიის თავმჯდომარეს ასე რომ უპირისპირდებიან ქვეყანაში მაინც და მაინც დემოკრატიის მაჩვენებელი არ არის -  განაცხადა სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემმა დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. 

 მისი თქმით, ანალოგიურად ნაცემია რუსული კანონის მოწინააღმდეგე უამერავი ახალგაზრდა. 

„აღდგომის კვირაა და ღმერთმა შეუნდოს ყველას, ვინც ასე მოიქცა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გთხოვთ და მერე დავტოვებ დარბაზს, შესაძლებლობა არ მაქვს, რომ კითხვები დავსვა ფიზიკურად. თქვენ შეიძლება კადრები ნახოთ, რომ გადავადგილდები ეტლით და ფეხით ვერ დავდივარ, მაგრამ არ არის ეგრე, უბრალოდ თავბრუ მეხვევა. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ჩემი თვალი თუ არ გაინტერესებთ, მთავარ ოპოზიციურ პარტიის თავმჯდომარეს ასე რომ უპირისპირდებიან ქვეყანაში მაინც და მაინც დემოკრატიის მაჩვენებელი არ არის. იმ ახალგაზრდების გამო, ვისაც თმის ღერი ჩამოუვარდა, თავის ქალაშიც ურტყეს და დაალურჯეს. დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ იქნებ ეს კანონი გაიტანოთ არჩევნებამდე, ხუთი თვეა დარჩენილი. მე შეიძლება ამ თვალიდან ვერ გამოვიხედო, მაგრამ ქვეყანა გამოიხედავს ხუთი თვის მერე. ყოველ ჯერზე ჯგუფურად მოდიან, ერთი-ერთზე არასდროს და ბოდიში, რომ ვერ გავუმკლავდი ყველას ერთად. კიდევ ერთხელ გთხოვთ, გადადეთ კანონის განხილვა არჩევნებამდე და თუ ამას არ გააკეთებთ, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ - გამოდით ყველა გარეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ენმ-ს ლიდერი 30 აპრილის აქციაზე სპეცრაზმმა სასტიკად სცემა. 




ავტორი: ნიუპრესი