მთავარ პრიორიტეტს სასწავლო პროცესის სკოლებში აღდგენა წარმოადგენს - ნათია თურნავა
სახელმწიფოსთვის მთავარ პრიორიტეტს სასწავლო პროცესის სკოლებში აღდგენა წარმოადგენს, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი ყველაზე პრიორიტეტულად სამ დიდ ქალაქში აღნიშნული სექტორის გახსნას უკავშირდება.
„ჩვენ არამხოლოდ რესტორნები გვაქვს გასახსნელი, არამედ სკოლებზე, ტრანსპორტზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თუკი ვსაუბრობთ პრიორიტეტებზე, ახალგაზროდბის განათლება არის ჩვენთვის უპირობო პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, დაგიდასტურებთ, საუბარი ყველაზე პრიორიტეტულად არის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება განათლების სექტორის გახსნასთან იმ სამ დიდ ქალაქში, სადაც შეზღუდვა ჯერ კიდევ ნარჩუნდება. ვადასტურებ, რომ ეს პრიორიტეტია და თარიღებშიც ამდაგვარად აისახება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი 2020 წლის მარტიდან ონლაინ მიმდინარეობს.
ავტორი: ნიუპრესი