|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მთავარი არხის" გადასარჩენად "მედიის თავისუფლების ფონდი" შეიქმნა

ჩვენ დავაარსეთ მედიის თავისუფლების ფონდი, რომლის პირველი მისია იქნება „მთავარი არხის“ შენარჩუნება“,  - ამის შესახებ „მთავარი არხის“  დირექტორის მოადგილემ გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი არხის გაძლიერებით საზოგადოება ივანიშვილს უჩვენებს,  რომ ამ ქვეყანაში  მთავარი ის არ არის. 

„საზოგადოებიდან წამოვიდა ძალიან დიდი იმპულსი, რომ არხის გადარჩენაში მათ მონაწილეობა მიეღოთ. პირველი მკაფიო განაცხადი გააკეთა დავით დვალმა, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა. ნიკა გვარამიასთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეგობრობას“ მას ვერავინ დააბრალებს, მაგრამ მან კიდევ ერთხელ გვიჩვენა თავისი ნაბიჯით, რომ „რუსთავი 2“ არ იყო თავის დროზე მხოლოდ ბიზნეს პროექტი, არამედ მედიის თავისუფლება. ამ მხარდაჭერით შთაგონებულებმა გადავწყვიტეთ დავაარსოთ „მედიის თავისუფლების ფონდი“, დათოს მხარდაჭერით, ამდენი ადამიანის მოთხოვნით. ითხოვდნენ ისინი, მიგვეცა საშუალება დაგვხმარებოდნენ. ამიტომ, ჩვენ დავაარსეთ ეს ფონდი, რომლის პირველი მისია იქნება „მთავარი არხის“ შენარჩუნება“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

 ანგარიშზე პირველი შენატანი დავით დვალმა გააკეთა, მან ფონდის ანგარიშზე 10 ათასი ლარი ჩარიცხა. 

ფონდის ანგარიშის რეკვიზიტები იხილეთ აქ

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა