|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არაა, იმუნიზაციის პროცესშიც ხშირია ინფიცირება"-ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, რადგან მისი დაკვირვებით, იმუნიზაციის თვალსაზრისით წარმატებულ ქვეყნებშიც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მაინც მაღალია. 

"მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არაა, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება და ჩვენ ვაკვირდებით დღესდღეობით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო იმუნიზაციაში, თუმცა იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ, ესაა თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცია.

ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის სისტემას არ გააჩნია ბევრი ბერკეტი. ეს ბერკეტები არის იმ საწოლფონდის მობილიზება, რისი რესურსიც ქვეყანაში არის და ეს სამუშაო მიმდინარეობს, არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ღონისძიებები [საველე ჰოსპიტლები] საჭირო გახდეს", -განაცხადა ტიკარაძემ.

ავტორი: ნიუპრესი