|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მთავარი პროკურორის კანდიდატურა ცნობილია

იუსტიციის სამინისტროში დასრულდა საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატის არჩევნები, რომელშიც სამი კანდიდატი მონაწილეობდა.  ფარული კენჭისყრის შედეგად 14 წევრიდან ირაკლი შოთაძის კანდიდატურას 13 წევრმა დაუჭირა მხარი.  

 ერთი ხმა მიიღო ნანა რევაზიშვილმა და ხოლო ქუთაისელმა ვლადიმერ გაბრიჩიძემ ვერცერთი ხმის მიღება ვერ შეძლო.
შერჩეულ კანდიდატს, საპროკურორო საბჭოს სახელით, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს. მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატი საბოლოო არჩევისთვის პარლამენტს წარედგინება.
მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევამდე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერთი თვის განმავლობაში საჯარო კონსულტაციებს მართავდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, აკადემიურმა წრეებმა პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ლაშა გოლუბიანი, ლენა კაპანაძე, ნანა რევაზიშვილი, პაატა შავაძე, ირაკლი შოთაძე და კოტე ჭილაია დაასახელეს. ერთმა კანდიდატმა კახა კახიშვილმა თავად მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. დასახელებულ კანდიდატებთან თეა წულუკიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა. მათგან თეა წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე წარუდგინა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 66.67%
არა - 33.33%
არ ვიცი - 0%
სულ - 15 ხმა