|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მთავრობა უნდა გადადგეს!- დავით ჭიჭინაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, ამის შესახებ მან ჟურნალსიტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა და საუბარი იყო ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„ჩვენ ვისაუბრეთ „იუნისეფის“ კვლევებზე, რატომღაც ეს სასაცილო გონიათ, მაგრამ კვლევებიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე სურათია შექმნილი ქვეყანაში და მე ვფიქრობ, ეს არის ზუსტად საფუძველი ქვეყანაში უსამარათლობის განცდის, და მთავრობის გადაყენების საკითხი არის დღის წესრიგში დასაყენებელი. როდესაც ჩვენ ვერ ვართმევთ, ვერცერთი მიმართულებით თავს იმას, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ, ამას ვავალებთ იმ კომისიას, უმცირესობას, რომელიც ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში ნერგავდა უსმაართლობას. ამასთან, ეკონომიკური გამოწვევები ჩვენი გუნდისთვის არის დაუძლეველი და მე ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში უნდა მოვითხოვოთ მთავრობის გადაყენება“–განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, გუშინ შეხვედრის წინ დააფიქსირა, რომ ცვლილებები არის საჭირო, თუმცა განმარტავს, რომ გუშინ პოზიცია არ დაუფიქსირებია. „გუშინ მხოლოდ ვისმენდი და პოზიცია არ დამიფიქსირებია, დღეს ვაფიქსირებ, რომ ყველასთვის იყოს გასაგები და ეს არ ხდებოდეს სარდაფებში. ქვეყანა იხრჩობა ვალებში, მთავრობა არ აკეთებს არაფერს ჭარბვალიანობის შესამცირებლად“–განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. კითხვაზე, ის არის კვირიკაშვილის მეგობარი, მას იცავდა ერთი თვის წინ და რა შეიცვალა ერთ თვეში და ერთი თვის წინ რატომ ვერ ხედავდა მისი გადაყენების საჭიროებას, პასუხობს: „ერთი თის წინ არ იყო ეს კვლევა, კვლევამ ცხადყო, რაც ხდება და არ იყო ერთი თვის წინ მიტინგები. მე ვხედავ, რომ ბანკები ახრჩობენ ადმაიანებს, არ შეიძლება ბანკები მდიდრდებოდეს ადა ადამიანები ღარიბდებოდნენ. სამწუხაროდ, ჩვენმა მთავრობამ ვერ შეძლო ამ გამოწვევის დაძლევა“–განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, გუშინ შეხვედრაზე მინისტრების გადაყენებაზე საუბარი არ ყოფილა და საუბარი იყო ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი