მთავრობამ პირობა დაარღვია! მორიგი ტყუილი მშენებლობის გასაგრძელებლად გამოიყენეს - ნიკა სიმონიშვილი
"მთავრობამ პირობა დაარღვია! მორიგი ტყუილი ჰესის მშენებლობის გასაგრძელებლად გამოიყენეს" - ასე ეხმიანება საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს.
"მთავრობამ პირობა დაარღვია! ჰესის მშებენლობის სამუშაოები მანამდე არ გაგრძელება, სანამ ყველა კითხვაზე პასუხს არ მივიღებთო.
მორიგი ტყუილი მშენებლობის გასაგრძელებლად გამოიყენეს, ხეობაში სიგნალის ჩამხშობები დააყენეს და გზები ჩაკეტეს. საკუთარ სახლებში არ უშვებენ ადამიანებს, რომლებიც მანამდე აქციაში იღებდნენ მონაწილეობას! საკუთარი მიწის დამცველ ადამიანებთან ასე ბრძოლა არ შეიძლება! - წერს სოციალურ ქსელში ნიკა სიმონიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს რიონის შეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები ადგილობრივების პროტესტის მიუხედავად განახლდა. ადგილზე დაპირიდსპირებაც მოხდა, რის გამოც პოლიციამ ორი ადგილობრიოვი დააკავა.
რიონის ხეობის ინტერესებს ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ახალგაზერდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციამ დღეს ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა და ხეობიდან პოლიციის გასვლა და ჰესის სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვა.
ფოტო: ხვიჩა ვაშაყმაძის
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა