|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელსაც არაფერი გამოსდის"-როგორ ვიცნოთ მტრული პროპაგანდა?

 მტრული პროპაგანდის და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საუბრობდნენ დღეს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.  

"ჩვენ ყოვედდღე ვიღებთ ათასამდე ინფორმაციულ გზავნილს, სოციალური ქსელების თუ მედიის  საშუალებით, სწორედ ამ ინფორმაციულ ნაკადში შემოიპარება ის მტრული პროპაგანდა, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელსაც არაფერი გამოსდის, არ შეგვიძლია ერთმანეთის გატანა, არ შეგვიძლია სახელმწიფოს მშენებლობა, მეზობლებთან ურთიერთობა და ა.შ. ეს ილექება ცნობიერებაში და როგორც კი დადგება გადამწყვეტი, მნიშვნელობანი მომენტი, როგორიცაა არჩევნები, კანდიდატების შერჩევა, ქვეყნის ორიენტაციის საკითხის გადაწყვეტა,  ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ხშირად დამყარებულია ასეთ წარმოდგენებზე"-განაცხადა გიორგი მოლოდინმა, არასამთავრობო ორგანიზაციის  „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს“ წარმომადგენელმა.

მისი თქმით,  ამ მტრული პროგაგადის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი ინიციატივა „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“  შეიქმნა. 

„საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ მიზანია ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ფართო საზოგადოების ჩართვა, სოციალური მედიით დეზინფორმაციის საპასუხო და საქართველოს დასავლურობის მხარდასაჭერად საინტერესო ფაქტების გავრცელება.

 „ლეგიონის“ ვებგვერდია www.informarmy.ge , სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს მოხალისედ (ე.წ. „ლეგიონერად) და ჩაერთოს საინფორმაციო კამპანიაში.

 ასევე არის სპეციალური FB გვერდს და მობილურ აპლიკაციას, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს პროაქტიულად და სწრაფად გაავრცელონ ინფორმაცია.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე