|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მუხნარის ტყე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაასუფთავეს

 ქუთაისი საყოველთაო დასუფთავების აქციას შეურთდა, სახელწოდებით -"დავასუფთათ საქართველო, დავასუფთაოთ მსოფლიო". დასუფთავების აქცია ქუთაისში, მუხნარის ტყე-პარკში მოეწყო.

როგორც 'ნიუპრესს" ქუთაისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აქციაში ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთნენ, ტყე ადგილობრივი თვითმართველობის თითქმის ყველა თანამშრომელმა დაასუფთავა. დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს და ცალკეულ პირებს. კამპანიაში 134 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და რიგით 121-ე ქვეყანაა, რომელიც დატანილია მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე მე-5 წელია მონაწილეობს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გარემოსდაცვით კამპანიაში.

  

ავტორი: ნიუპრესი