|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მუზეუმის დამაარსებელი, რომელმაც მაისური 45 000 დოლარად არ გაყიდა [VIDEO]

ქუთაისის სპორტის მუზეუმი 1970  წელს დაარსდა. მისი შეიქმნის იდეა სპორტსმენ ზურაბ ჯავახაძეს გაუჩნდა, რომელმაც დღემდე 15 000 მედალსა და ნივთს მოუყარა თავი. არაჩვეულებრივი მეხსიერების გამო ზურაბ ჯავახაძეს ყველა ექსპონატის მოპოვებისა და მუზეუმში მიტანის ისტორია ახსოვს.

დაარსებიდან მუზეუმის დირექტორი იყო, თუმცა ხუთი წლის წინ კანონში შეტანილი შეზღუდვის გამო, დირექტორობის უფლება ჩამოერთვა და დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ყოველდღიურად მუზეუმში ღონისძიებებს აწყობს და სტუმრებს ნივთების ისტორიას აცნობს. სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებთან ერთად აქტიურად მუშაობს წიგნებზეც, არის 60-მდე სპორტული წიგნის ავტორი.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი, ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა