"მწერალთა სახლის" ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყო
ქუთაისის "მწერალთა სახლის" დემონტაჟი უახლოეს მომავალში დაიწყება. ახალი მფლობელი, სამშენებლო კომპანია „m², როგორც სამშენებლო, ასევე სადემონტაჟო ნებართვას ელოდება.
კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, უკვე მიმართეს შესაბამის უწყებებს და ნებართვას ელოდებიან, რის შემდეგაც დაიწყება აქტიური სამუშაოები.
"მწერალთა სახლის" შენობა ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარეობს, რის გამოც მისი დემონტაჟისა და ადგილზე სამუშაოების ნებართვაზე თანხმობა რამდენიმე უწყებამ უნდა გასცეს. საბოლოო თანხმობა საკრებულოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
მერიის არქიტექტურს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა ჩხიკვაძის ინფორმაციით, კომპანიას ნებართვის მისაღებად ეკონომიკის სამინისტროდან საკრებულომდე გრძელი გზა აქვს გასავლელი, მან უნდა მოიპოვის ნებართვა, როგორც გეგმარებით დავალებაზე, ასევე განაშენიანების გეგმაზე.
"კომპანია „m², ვინაიდან ტერიტორიის მოცულობა გადაცდა 2000 კვ. მეტრს და მისი ნაკვეთი, 2 600 მეტრამდეა, საჭიროებს წარმოადგინოს განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალება. მათ წარმოდგენილი აქვთ გეგმარებითი დავალება, გაიარა ეკონომიკის სამინისტროს, სივრცითი დაგეგმარების და სამშენებლო პოლიტიკის განყოფილება, მოვიდა თანხმობა და განსახილველად გადაგზავნილი იქნა კულტურული მემკვირდეობის დაცვის სააგენტოში. გავიდა ეს საკითხი საბჭოზე და ველოდებით საბჭოს დადასტურებას. შემდგომ ეს საკითხი, მოქმედი წესის შესაბამისად, გავა საკრებულოს სხდომაზე, რადგან ბოლო ეტაპზე მისი დადგენილება აუცილებელია. იგივე გზას გაივლის განაშენიანების რეგულირების გეგმა. მოკლე გზა არ აქვს გასავლელი და საკმაოდ ბევრი თანხმობაა საჭირო, ჩვენ ამ პროცესებს თვალს აქტიურად ვადევნებთ", - განაცხადა ზაზა ჩხიკვაძემ.
რაც შეეხება ვადებს, ზაზა ჩხიკვაძის თქმით, კომპანიას პროექტის წარმოსადგენად განსაზღვრული ორწლიანი ვადა აქვს და ამ ვადებში ეტევა. მშენებლობის ეტაპი დამოკიდებულია შემსრულებლის გადაწყვეტილებაზე, როდის მიმართავს მერიას მშენებლობის დაწყების ნებართაზე.
გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე "მწერალთა სახლის" შენობა გასულ წელს სხვა ობიექტთან ერთად გასხვისდა.
ადგილზე აიგება ოთსხართულიანი, ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, ამასთან პირობებში ჩაიწერა, რომ "მწერალთა სახლის" ეზოში ცალკე შენობა აიგება, რომელიც ქალაქის მერიის მფლობელობაში გადავა. ქუთაისის ყოფილი მერის მტკიცებით, ადგილზე 20 მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება.
"მწერალთა სახლის" გასხვისება, ერთ-ერთი რეზონანსული თემა იყო, რის გამოც ერთმანეთს მწერლებიც დაუპირისპირდნენ. ასევა გამოიწვია საზოგადოების ნაწილის პროტესტი.
"მწერალთა სახლის" ადგილზე სასტუმროს მშენებლობა 4 თვეში დაიწყება
რატომ გაიყიდა "მწერალთა სახლი" სხვა ობიექტთან ერთად 1 400 640 ლარად?
ურთიერთბრალდებები "მწერალთა სახლის" გამო-ქუთაისში მწერლები ერთმანეთს უპირისპირდებიან
"მწერალთა სახლის" ადგილზე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი