|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მზია ამაღლობელის გამოცემის, „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადეს

შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო – ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა. რეალური მიზეზი – სურვილი, რომ მედია ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტოს, - ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ თავად ავრცელებს.  

„ამ ეტაპზე „ბათუმელების“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე – ძირი თანხა არის 47 ათასი ლარი და ამას ემატება საურავი და ჯარიმა. „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად ჩვენთვის შემოეთავაზებინათ გრაფიკი. ამას საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს, თუმცა უარი გვითხრეს.

ამავე დროს, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი“, - წერს გამოცემა.

 შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უსამართლო პატიმრობაში იმყოფება. მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.  

 

ავტორი: