|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მზია ამაღლობელის მხარდამჭერი კამპანია საერთაშორისო პენ ცენტრმა დაიწყო

 საერთაშორისო პენ ცენტრმა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო.

ორგანიზაციის ფოკუსში წელს სამი პატიმარი მწერალი და ერთი ჟურნალისტია.

“მთელს მსოფლიოში მწერლები აგრძელებენ მძიმე ფასის გადახდას სიმართლის თქმისთვის. რორი ბრენკერი, იალქუნ როზი, მუჰამედ ტაჯადი და მზია ამაღლობელი შეხსენებაა, რომ სიტყვებს შეუძლიათ შეარყიონ ძალაუფლება და რომ სიმამაცე არ ქრება თავისუფლების აღკვეთის შემდეგაც. მათი დევნა ჭრილობაა მართმსაჯულებისა და ადამიანობისთვის. არ უნდა მოვდუნდეთ, ვიდრე ისინი არ გათავისუფლდებიან”, – აცხადებს საერთაშორისო პენ ცენტრის პრეზიდენტი ბურჰან სონმეზი.

კამპანიის ვებ გვერდზე მოქალაქეებს შეუძლიათ გააგზავნონ გამამხნევებელი წერილები მზია ამაღლობელს, ასევე მიმართონ მისი გათავისუფლების მოთხოვნით მიხეილ ყაველაშვილს, ირაკლი კობახიძეს და ლევან იოსელიანს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კი გრძელდება მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა. მორიგი და ბოლო პროცესი სასამართლოში 18 ნოემბერს გაიმართება.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს და ამ დრომდე უკანონო პატიმრობაშია.

წყარო: ნეტგაზეთი

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა