მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბრალი წარედგინა.
ადვოკატ ჯუბა ქათამაძის ცნობით, მას ბრალი 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელი დუმილის უფლებას იყენებს.
შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს.
ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს შსს-ს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 77.78%
არა - 22.22%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა