|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობა" ჩახსნილი საპარლამენტო სიების აღდგენას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“  ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენას ითხოვს, - ამის შესახებ განცხადება პარტიის  საპარლამენტო გრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 

მისი თქმით, სიების აღდგენით მოხდება იმ პროპორციის აღდგენა,  რაც ამომრჩეველმა  მართალია გაყალბებული,  მაგრამ მაინც არჩევნებით მიანიჭა პარტიებს, ხოლო დეპუტატებისათის უფლებამოსილების შეწყვეტით ეს პროპორცია კიდევ უფრო ირღვევა.  

„საქართველოს პარლამენტში, ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ქართველი ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით უნდა ჩამოერთვას ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით. ეს რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა, გაყალებულ, მაგრამ მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვექნება და გვაქვს ამაზე საუბარი, ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს",  - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა