|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის საგამოძიებო ორგანოში დაბარებას ითხოვს. გიგა შუშანიას თქმით, პროკურატურამ კერძო აუდიტორი დააკავა, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქის მასშტაბით ადგენდა მიწის ქონების ფასებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თქმით, ამ საქმეზე აუცილებელია ქალაქის პირველი პირის გამოკითხვა მოხდეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმარტველობაში არსებულ კორუფციულ ფაქტებზე ისინი წლებია საუბრობენ, თუმცა შესაბამისი ორგანოები ფაქტებით არ ინტერესდებიან. ოპოზიცონერი დეპუტატის თქმით, ქალაქის მერია შიდა აუდიტის დაკსვნებსაც არ ასაჯაროებს. სავარაუდოდ, კორუფციული ნიშნები გამო.

ავტორი: ნიუპრესი