|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერს კორუფციის მფარველობაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერს კორუფციის მფარველობაში ადანაშაულებს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას თქმით, ქალაქის მერი შიდა აუდიტის მუშაობის შესახებ ინფორმაციას მალავს.

შუშანია ასევე განმარტავს, რომ შიდა აუდიტის დასკვნებში გარკვეული ხარვეზებია, რისი გასაჯაროვებაც არ სურთ. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, მათ ერთი თვის წინ გამოითხოვეს საჯარო ინფორმაცია, პასუხი ამ დრომდე არ მოუღიათ. საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო გიგა შუშანია სასამართლოს მიმართავს.

"ჩვენ მოვიპოვეთ შიდა აუდიტის დასკვნა საბინაო სამსახურში არსებულ კორუფციაზე და მივმართეთ პროკურატურას. 10 თებერვალს მივწერეთ ქალაქის მერს და მოვითხოვეთ შიდა აუდიტოს ყველა დასკვნა თუ რომელი სამსახურებივდა ა(ა)იპები შეამოწმა და რა დასკვნები დაწერა. ქალაქის მერი თვეზე მეტია გვიმალავს ამ ინფორმაციას, საერთოდ პასუხი არ მოგვწერა. ჩვენ გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული საჩივრით და უკვე ვაპირებთ რომ მივმართოთ სასამართლოს იმისათვის, რომ მოვთხოვოთ ქალაქის მერს ეს ინფორმაცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქალაქის მერი მფარველობს კორუფციას ქუთაისში, მალავს ამ დასკვნებს, იმიტომ რომ არ მოხდეს სათანადო გამოძიება, საზოგადოება არ იყოს ინფორმირებული და ამასობაში ზუსტად იგივე სამსახურის უფროსები, რონლებიც წლებია ფლანგავენ და იპარავენ მილიონობი ლარს ქუთაისის ბიუჯეტიდან ქუთაისის მერის ხელმძღვანელობით და მფარველობით აგრძელებენ ამ ფულის მითვისებას და კორუფცია ყვავის ქუთაისში", - აცხადებს გიგა შუშანია.

ავტორი: ნიუპრესი