|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქუთაისის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ, -  ამის შესახებ მათ ქალაქის მერიის შენობის წინ გამართულ  ბრიფინგზე განაცხადეს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, „ქართული ოცნება“ ასრულებს პუტინის დავალებას და არ აძლევს მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობის საშუალებას. 

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს უკიდურესად მძიმეა, ფიზიკურად შეუძლებელია, მან საქართველოში მიიღოს ადეკვატური სამედიცინო მომსახურეობა. იქიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნება“ განზრახ ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილს გადაყვანას დასავლეთის წამყვან კლინიკებში სამკურნალოდ, „ქართული ოცნება“ პირდაპირ ასრულებს ვლადიმერ პუტინის დავალებას და მიხეილ სააკაშვილი ჰყავს ციხეში, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, სრული შემადგენლობით ბოიკოტი გამოუცხადოს ქუთაისის საკრებულოს სხდომებს და არ მიიღოს არანაირი საქმიანობა ქუთაისის საკრებულოში“, - განაცხადა ენმ-ის წევრმა გიორგი კილაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა