|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის ტურიზმის ცენტრისთვის 56 980 ლარიანი ავტომობილის შეძენის ფაქტზე გამოძიებას ითხოვს

ქუთაისის მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. საკრებულის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, მერიამ ტურიზმის ცენტრისთვის 56 980 ლარიანი ავტომობილი შეიძინა.

მისივე ინფორმაციით, ავტომობილი, სავარაუდოდ, გაუმართავი იყო, რადგან შეძენიდან მალევე ავტომანქანის რემონტზე 6136 ლარი დაიხარჯა.

შუშანია ბიუჯეტის გაფლანგვაზე საუბრობს და ფაქტის გამოძიებას მოითხოვს. ოპოზოციონერი დეპუტატის თქმით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ, შესაძლოა, ადგილი ქონდეს კორუფციულ გარიგებას. მისი თქმით, უნდა დადგინდეს, ვის ეკუთვნოდა გაუმართავი ავტომობილი და რა ინტერესი ამოძრავებდა ქუთაისის მერიას 57 000 ლარი გადაეხადა გაუმართავ ავტომობილში.

"ქუთაისის მერიამ ტურიზმის ცენტრისთვის შეიძენა მერსედესი ვიანო MY303MY თანხა – 56 980 ლარი (შეძენილია 2021 წლის 26 ოქტომბერს) დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ავტომანქანა სავარაუდოდ იყო გაუმართავი, რადგან მისი შეძენის მეორე დღიდან, 27 ოქტომბრიდან 22 დეკემბრამდე (2 თვეში) ავტომანქანის რემონტზე დაიხარჯა - 6136 ლარი 27 ოქტომბერი – 375 ლ 9 ნოემბერი – 650 ლ 17 დეკემბერი – 1111 ლ 22 დეკემბერი – 4000 ლ.
ავტომანქანის გაუმართავობის შესახებ ეჭვს ამყარებს ის ფაქტი, რომ მისი შეძენის შემდეგ ააიპი ხშირად ხარჯავდა სხვა იგივე ტიპის ტრანსპორტის იჯარის თანხებს. მაგალითად, 29 ნოემბერს - ააიპმა 930 ლარად იქირავა მარშუტი იმავე მიზნებისათვის, რომელიც აღნიშნული ავტომობილით უნდა შეესრულებინა. მოვითხოვთ, სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტზე გამოძიება, რადგან არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა,  ადგილი ქონდეს კორუფციულ გარიგებას, რამაც ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა გამოიწვია. ასევე უნდა დადგინდეს, რეალურად ვის ეკუთვნოდა გაუმართავი ავტომობილი და რა ინტერესი ამოძრავებდა ქუთაისის მერიას 57 000 ლარი გადაეხადა გაუმართავ ავტომობილში", - განაცხადა გიგა შუშანიამ.
 ბრალდებას უარყოფენ ტურიზმის ცენტრში. მათი ინფორმაციით, მინივენი სამსახურის საჭიროებებიდან გამომდინარე შეიძინეს, რისთვისაც მხოლოდ შესაბამისი თანხები გამოიყო და არანაირ კორუფციას ადგილი არ ქონია.
 
 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა