|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალურმა მოძრაობამ," შესაძლოა, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადოს

"ნაციონალური მოძრაობამ",  შესაძლოა, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადოს.

პარტიის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით  ოპოზიციური პარტიის ოფისში დახურული თათბირი გუშინ გვიან ღამით გაიმართა. განიხილავდნენ ორ საკითხს,  ერთი, რომელიც უკავშირდება პარლამენტში შესვლას და მეორე - მიიღებენ თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარები მონაწილეობას მეორე ტურში.

როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, არჩევნების შედეგები ვერ ასახავს მოქალაქეთა ნებას და სერიოზული კითხვებია არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

„მიმდინარეობს პარტიის შიგნით მსჯელობა, ვმსჯელობთ, როგორი იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. ყველასთვის სრულიად ცხადია, დღეს ქვეყანაში, რომ ის არჩევნები, რომელიც ჩაატარა ბიძინა ივანიშვილმა, შედეგები არ გამოხატავს ხალხის ნებას და ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად. ბიძინა ივანიშვილს სურს საქართველო გადააქციოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად. ჩვენ დავფიქრდებით თუ რა გზა უნდა ავირჩიოთ და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, ცესკოს მონაცემებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროპორციული სიით 27.14% მიიღო, ქართულმა ოცნებამ“ - 48.6%,  ხოლო  ხმების 5% აქვს ”პატრიოტთა ალიანსს“.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარული ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, 44-ში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. 

 

ავტორი: ნიუპრესი