|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მელია თუ ვარშალომიძე?-"ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის შერჩევა ელექტრონულად მოხდება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურა შეირჩა. ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძეს შორის გამარჯვებულს პარტიის წევრები და მხარდამჭერები გამოავლენენ.

 კენჭისყრა საქართველოში პირველად, ელექტრონული ფორმით მოხდება. 

პარტიის მხარდამჭერებს საკუთარი რჩეულისადმი ხმის მიცემა "ნაციონალური მოძრაობის" ფეისბუკ გვერდზე შეეძლებათ. გამარჯვებულს კი,  თვის ბოლოს პარტიის ყრილობა დაამტკიცებს. 

 ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოუწევს. აჭარის უზენაესი საბჭიოს ყოფილი თავმჯდომარე კი ბოლო პერიოდში უკრაინაში საქმიანობდა. 

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური 15 თებერვალს გახდა. გრიგოლ ვაშაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გააკეთა.  

 

 

ავტორი: ნიუპრესი